სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამაგისტრო პროგრამები

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას, რომლის ფარგლებში აქტუალური სამეცნიერო თეორიების შესწავლის პარალელურად, უზრუნველყოფილია სტუდენტების პრაქტიკა სოციალურ ფსიქოლოგიური დიაგნოსტირებისა და ტრენინგის დაგეგმვის ნაწილში, ასევე, გამოყენებითი ხასიათის კვლევითი ნაშრომის მომზადება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების მართვის ფაკულტეტი უზრუნველყოფს მაგისტრანტების მომზადებას ფინანსური სექტორისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობისთვის, მათთვის სტრატეგიული, ანალიტიკური და საკონსულტაციო უნარების განვითარებას, ცვლილებების მართვასა და გუნდის ხელმძღვანელობის შესაძლებლობის ჩამოყალიბებას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების მართვის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის, როგორც აქტუალური თეორიული ბაზისის, ასევე, ეფექტური კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირებას.

იურიდიული ფაკულტეტი

SEU-ს იურიდიული ფაკულტეტი ახორციელებს სამართლის სამაგისტრო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური და სამართლებრივი ღირებულებების მქონდე დარგის სპეციალისტის მომზადებას.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლება სისხლის, კერძო, საერთაშორისო და საჯარო სამართლის პრობლემატური საკითხები, გათვალისწინებულია სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსის (street law) სწავლება, იურიდიული კლინიკა და ინტერდისციპლინარული კვლევითი ნაშრომის მომზადება.

Message body empty