სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ანონსები

08 თებერვალი

2024 წლის 8-9 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და ლაზარსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) თანაორგანიზებით უკვე მეოთხედ გაიმართება ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული კონფერენციის  თემაა: „ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა“.

20 ოქტომბერი

ცხადდება სტატიების მიღება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ 2023 წლის გამოცემაში გამოსაქვეყნებლად. ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ გამოიცემა წელიწადში ორჯერ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მიერ.

18 სექტემბერი
16:00

18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში Erasmus + ჟან მონეს კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში” ფარგლებში გაიმართება შეხვედრა  მრგვალი მაგიდის პრინციპით.

07 სექტემბერი
17:00

7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში საქართველოს პირველი არხის/ტელესკოლის, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) ორგანიზებით გაიმართება პიროვნული და კარიერული განვითარების მასტერკლასი თემაზე: „ ჯანსაღი თვითშეფასების ზეგავლენა ჩვენი ცხოვრების ხარისხზე“.

სიახლის გამოწერა