სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები და ამოცანები
სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის მიზნებია:
- სტუდენტთა პროფესიული მომზადების დონისა და შემოქმედებითი აქტიურობის განვითარება;
- სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება;
- სეუ-ს ყოველდღიურ საქმიანობაში სტუდენტთა მონაწილეობა;
- სტუდენტთა კანონიერი უფლებების დაცვა;
- სტუდენტების თვითრეალიზებისა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- სეუ-ს მმართველობის ორგანოებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და ხარისხის სრულყოფის მიმართულებით;
- ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციისა და ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობის მაქსიმალური უზრუნველყოფა;
სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილია:
- მოაწყოს შეხვედრები, ტრენინგები, ინტელექტუალური თამაშები, ლიტერატურული, სპორტული, კულტურული, გასართობი, სამეცნიერო ღონისძიებები;
- სტუდენტური თვითმმართველობა თანამშრომლობს საუნივერსიტეტო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- სტუდენტთა თვითმმართველობას შეუძლია დაამყაროს კავშირი საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სტუდენტურ გაერთიანებებთან;
ტელ: : 2 90 00 00
მობ: +995 579 992 992
სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაშემოგვიერთდი Facebook-ზე
[email protected]