სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საბანკო საქმე

პროგრამის აღწერა

პროგრამის აღწერა

პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია

უკანასკნელ წლებში საქართველოს საფინანსო სექტორის ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში  (საბანკო სისტემის წამყვანი როლით) სტაბილურად მზარდია. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა მაღალკვალიფიციური საკრედიტო სფეროს სპეციალობის კადრებზე საჯარო სამსახურებისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა (კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საინვესტიციო კომპანიების, ერთობლივი ფონდების, სალიზინგო კომპანიების და სხვა) მხრიდან.

საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს, საკრედიტო საბანკო სფეროში მაღალკვალიფიცურ კადრებზე მზარდი მოთხოვნის შესატყვისი პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ფულად-საკრედიტო და საფინანსო სფეროსათვის საჭირო  თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, კონკურენტუნარიანი იქნებიან ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

უმაღლესი განათლების ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოში განსაზღვრული მაგისტრის კომპეტენციებისა და საბანკო საქმის მაგისტრისადმი შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სტუდენტების მომზადება მიმდინარეობს საბანკო საქმის მაგისტრის პროფესიული ან/და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია ფინანსების ზოგად სფეროსთან და კონკრეტულად საბანკო საქმესთან.

სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები ითვალისწინებს სპეციალობის ისეთი სასწავლო დისციპლინების შესწავლას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროგრამის მიზნებისა და შედეგების მაქსიმალური მიღწევა. პროგრამა მაგისტრანტს აღჭურავს საბანკო-საკრედიტო სექტორში მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი შრომის შიდა/საერთაშორისო ბაზარზე და ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა საბანკო სისტემის, საკრედიტო ბაზრების, ბანკის მენეჯმენტის, საბანკო რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის, საბანკო დაწესებულების ფინანსური მდგომარეობის ანალიზის და  საბანკო-საკრედიტო სფეროში არსებული რეგულაციების შესახებ.


საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა

ზოგადი ინფორმაცია

საბანკო საქმე

Message body empty