სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიზნეს ანალიტიკა

პროგრამის აღწერა

პროგრამის აღწერა

პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია


ბიზნეს ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა შედგენილია დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიმართულია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურის) სწავლების შედეგების გამომუშავებაზე, მიზნად ისახავს ბიზნესის დინამიურ სამყაროში სტუდენტს შესძინოს და განუვითაროს ბიზნესის გარემოს და პროცესების ანალიზის, პროგრამული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ინოვაციური მოდელით მართვის ეფექტიანობის და პრობლემების ანალიტიკურად გადაჭრის უნარები.

პროგრამა ფოკუსირებულია ისეთ დარგობრივ კომპეტენციებზე, როგორიცაა, ბიზნესის მოთხოვნების დადგენა და მართვა, მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია, ბიზნეს პროცესების ანალიზი და მოდელირება, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და მათ დომენებში არსებული პრობლემების გადაჭრა. ეს ყოველივე მნიშვნელოვანია ჯენერალისტ ბიზნეს ანალიტიკოსის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რისთვისაც მას უნდა გააჩნდეს სისტემური ცოდნა: ღრმა ტექნიკური ცოდნა და ბიზნესის ანალიზის უნარი.


სამაგისტრო პროგრამის შინაარსი, მოცულობა და კომპლექსურობა შეესაბამება უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს. პროგრამის შინაარსი ითვალისწინებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებსა და სწავლის შედეგებს. პროგრამის სტრუქტურა თანმიმდევრული და ლოგიკურია. შინაარსი და სტრუქტურა უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ტექნოლოგიების მენეჯმენტის მაგისტრი შესაბამისობაშია პროგრამის შინაარსთან და სწავლის შედეგებთან.


ბიზნეს ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა

ზოგადი ინფორმაცია

ბიზნეს ანალიტიკა

Message body empty