საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ყველა საერთაშორისო საქმიანობაზე, მათ შორის უცხოეთის უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარებასა და არსებული თანამშრომლობის გამყარებაზე. ამავე დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაზე;
სამსახური უზრუნველყოფს SEU-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საერთაშორისო ასოციაციებში გაწევრიანებას, მათი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღებას და დაინტერესებულ მხარეებს შორის გავრცელებას;
საერთაშორისო პროექტების, მათ შორის Erasmus + - ის მართვას, კომუნიკაციას არსებულ პარტნიორებთან Erasmus + – ან/და სხვ. ერთობლივი პროექტის ფარგლებში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მხარდამჭერი პროგრამების (სტაჟირება, საერთაშორისო ერთობლივი კვლევები, კრედიტ მობილობა და ა.შ.) ხელშეწყობას და ადმინისტრირებას;
სამსახური ასევე უზრუნველყოფს სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებას - სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშემწყობი ღონისძიებების მართვას და ამავე მიზნით ახალი პარტნიორების მოძიებას.
სამსახურის ხელმძღვანელი: ნინო ურუშაძე
მთავარი სპეციალისტი: ზაზა პეტრიაშვილი
სპეციალისტი: მარიამ მილორავა
სპეციალისტი: გურანდა თედეშვილი
Email: [email protected]
Tel: (+995) 032 2 90 00 00 - 12