English
EN GE

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. 

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს დროებით ვაკანსიას: საოპერაციო მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
  • ხანგრძლივობა :  6 თვე

 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
     

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამულად დარეგისტრირებული მომხმარებლების ბაზის გადამოწმება იდენტიფიკაციის წესების შესაბამისად;
  • სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამული რეგისტრაცია
  • სხვადასხვა ანგარიშების მომზადება  (აქციები, პროვაიდერების  მოწოდებული შესრულებული სამუშაოების რეესტრები და სხვ.)
  • სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანლის სხვა დავალებების შესრულება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკური განხრით);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები: 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის  30 აპრილის  ჩათვლით. 

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „საოპერაციო მომსახურების ოფიცერი“

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.