English
EN GE

სს  ,,ტერაბანკითბილისის 24 საათიან სერვისცენტრებში აცხადებს მიღებას სარეზერვო  მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე (პოზიცია გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობას. 

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა
 

სამუშაო პირობები: 

  • სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ

სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:

  • ანაზღაურება დარიცხული 580 ლარი ნამუშევარ დღეებზე დაანგარიშებით
  • ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
  • კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი
  • სამუშაო ლოკაციები : ღუდუშაურის საავადმყოფო, სასტუმრო ბილტმორი, სასტუმრო რიოტი;


ძირითადი
მოვალეობები: 

  • თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
  • საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
  • ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
  • სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან  ფინანსებში)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები,
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა
     

მსურველებს გთხოვთ,  CV   გამოაგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა  - 06.05.2019, 17:00 სთ 

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება. 

გისურვებთ  წარმატებას!