English
EN GE

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია CFI Group, ეძებს კანდიდატს საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე კომპანია 2011 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე და მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: ავტო სესხები, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები. კომპანია თანამშრომლებს აძლევს განვითარების/პროფესიული ზრდის საშუალებას და ისწრაფის იმისკენ, რომ იყოს საუკეთესო სამსახური ნიჭიერი და მაღალმოტივირებული სპეციალისტებისათვის.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია მათემატიკური მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში;
  • კომპიუტერული პროგრამების, Excel და Word -ის ცოდნა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შემოწმება;
  • სესხის გაცემა სტანდარტული ეტაპების შესაბამისად გეგმის მიხედვით;
  • ვადაგადაცილებული სესხების მონიტორინგი;
  • ახალი კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება.

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარე;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

 

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ შესაბამისი უნარები ამ როლის შესასრულებლად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე:

cfigroup.hr@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!