სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ყველა საერთაშორისო საქმიანობაზე, მათ შორის უცხოეთის უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარებასა და არსებული თანამშრომლობის გამყარებაზე. ამავე დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაზე;

სამსახური უზრუნველყოფს SEU-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საერთაშორისო ასოციაციებში გაწევრიანებას, მათი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღებას და დაინტერესებულ მხარეებს შორის გავრცელებას;

საერთაშორისო პროექტების, მათ შორის Erasmus+ - ის მართვას, კომუნიკაციას არსებულ პარტნიორებთან Erasmus + – ან/და სხვ. ერთობლივი პროექტის ფარგლებში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მხარდამჭერი პროგრამების (სტაჟირება, საერთაშორისო ერთობლივი კვლევები, კრედიტ მობილობა და ა.შ.) ხელშეწყობას და ადმინისტრირებას;

სამსახური ასევე უზრუნველყოფს სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებას - სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშემწყობი ღონისძიებების მართვას და ამავე მიზნით ახალი პარტნიორების მოძიებას. 

პარტნიორობისა და კოლაბორაციისთვის: [email protected]

სტუდენტებისა და სააგენტოებისთვის: [email protected]

Tel: (+995) 032 2 90 00 00 - 12

Message body empty