სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის (შემდგომში-დეპარტამენტი) კომპეტენციაში შედის:

  • მომსახურებას უწევს და ზრუნავს უნივერსიტეტის: ტექნიკაზე, კომპიუტერების გამართულ მუშაობაზე,  კომპიუტერულ ქსელებზე, სერვერზე, უკაბელო ინტერნეტსა  და სხვა;
  • უზრუნველყოფს ყველა სახის კომპიუტერული ტექნიკის  ზუსტ აღრიცხვას, მათ შეკეთებასა და   საიმედო შენახვას;
  • მზადყოფნაში მოჰყავს ლექციისათვის საჭირო ტექნიკა ლექტორის წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე;
  • ასრულებს  სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ  ცალკეულ დავალებებს საჭიროების შესაბამისად.
  • შემუშავებს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიას;
  • ზრუნავს უნივერსიტეტში პროგრამული უზრუნველყოფის პროცესების ავტომატიზაციასა და შესაბამისად სტუდენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე;
  • ზრუნავს თანამედროვე ინფორმაციული სისტემების განვითარებასა და უნივერსიტეტში დანერგვაზე.

ინფორმაციული ტექნოლოგიების  დეპარტამენტის უფროსი

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს  ხელმძღვანელობს დეპარტამენტის  უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია   რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • დეპარტამენტის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.

ინფორმაციული ტექნოლოგიების  დეპარტამენტის შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  • პროგრამული განვითარების სამსახური;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.
 

Message body empty