სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფინანსური დეპარტამენტი

ფინანსური დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის:

  • ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვა, მონიტორინგი;
  • სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ფინანსური ბიუჯეტის მომზადება;
  • ანგარიშგების მართვასა და ოპერაციებთან, დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებასთან, ბიუჯეტის მართვასთან და კონტროლთან, ხაზინასთან, სტუდენტურ შეღავათებთან, ბიუჯეტის შემუშავებასთან, ინვესტიციებთან და სახელფასო ფონდებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
  • სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი;
  • საბიუჯეტო კონტროლი, დებიტორული და კრედიტორული გადასახდელის კონტროლი, ფინანსური ოპერაციების ზედამხედველობა და უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
  • შესყიდვების, შესრულებების და ქონების კონტროლი,  მიღება და გადაზიდვა, უძრავი ქონების შეძენა, რისკის მართვა და დაზღვევა.
  • ფინანსური ანგარიშგების, შიდა საბუღალტრო დოკუმენტაციის და გადარიცხვების შესაბამისობის უზრუნველყოფა გარე და შიდა ნორმატიულ აქტებთან;
  • სარევიზიო მაკონტროლებელ ორგანოებთან მუშაობა, მათთვის მოთხოვნილი ინფორმაციისა და ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდება/მომზადება;
  • ფინანსური მდგომარეობის შესახებ რექტორთან  ანგარიშგება, რისკების მინიმალიზაცია;
  • კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება და მიწოდება დაინტერესებული მესამე პირებისთვის  და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უნივერსიტეტის ფინანსური ინტერესების წარდგენა მესამე პირებთან ურთიერთობისას.

ფინანსური დეპარტამენტის უფროსი

  • ფინანსურ დეპარტამენტს (შემდგომში-დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია   რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • დეპარტამენტის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
 

Message body empty