English
EN GE

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. კატეგორიის მენეჯერის ესაჭიროება სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვას“. https://akhalikhedva.ge

საპროდუქტო კალათა მოიცავს ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა სამედიცინო აღჭურვილობა, სამედიცინო აპარატურა, სახარჯი მასალა, მოვლის საგნები და ა.შ.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  1. ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  2. საპროდუქტო კალათის ჩამოყალიბება და მის განახლებაზე ზრუნვა;
  3. გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;

4.ბაზრის ანალიზი:

  • კონკურენტების განსაზღვრა;
  • კონკურენტების ანალიზი;
  • პოტენციური კლიენტების განსაზღვრა და ანალიზი;
  • ახალი პარტნიორებისა და კლიენტების ძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • სემინარებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა წარმომადგენლობთ ღონისძიებებში მონაწილეობა.

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • ინგლისური და/ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება  მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და/ან სამედიცინო მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე, (გაყიდვები, სავაჭრო წარმომადგენელი, ბიზნესის განვითარების მენეჯერი და ა.შ.), მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

 

აუცილებელი თვისებები: 

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

 

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. შაბათი: 10:00-დან 15:00 საათამდე;
  • გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე.

 

ანაზღაურება: 

  • ფიქსირებული ხელფასი 1,000 ლარიდან;
  • გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში: 700 ლარი;
  • ბონუსი: შეთანხმებით.

 

დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კატეგორიის მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.