English
EN GE

სს „ნიკორა ტრეიდი“- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის  „ნიკორას“ „ნუგეშის“ „ლიბრესა“ და „სანდეის“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება,  ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

  • თუ გვეთანხმები, რომ კარიერა რბილი სავარძლით და კაბინეტით არ იწყება
  • თუ ხარ განვითარებაზე და სწავლაზე ორიენტირებული
  • თუ ხარ მზად ახალი პროექტებისთვის
  • თუ ექსელთან მუშაობა სიამოვნებას განიჭებს
  • თუ ანალიტიკური დავალებების შესრულება არ გეზარება
  • თუ გინდა, კრიტიკული თვალით შეხედო, დააკვირდე და შეცვალო კომპანიაში არსებული პროცესები


გთავაზობთ, ანაზღაურებად სტაჟირებას ლოჯისტიკის დეპარტამენტში.

მზად ხარ ცვლილებებისთვის?

დაიწყე კარიერა ჩვენთან!

ნიკორას ლოჯისტიკის დეპარტამენტი მოუთმენლად გელოდება!

#ჩვენთანუკეთესია

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@nikoratrade.ge