2024 წლის 8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და ლაზარსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) თანაორგანიზებით უკვე მეოთხედ გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული კონფერენციის თემაა: "ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა".
დღესდღეობით მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ფონზე ევროკავშირს, როგორც გამორჩეულ აქტორს რეგიონული ინტეგრაციის პროცესში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევს. ამავდროულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ექვს სახელმწიფოს, გახდა მთავარი ფაქტორი რეგიონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებისა, რის შედეგადაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო თანამშრომლობა, ინტეგრაცია და სამართლებრივი სისტემის განვითარება და სხვ.
აღნიშნული კონფერენციის მიზანია სწორედ ზემოაღნიშნული საკითხების ირგვლივ მოუყაროს თავი ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკის განმსაზღვრელ და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები და ჩაერთონ მნიშვნელოვან სამეცნიერო დისკუსიებში.
კონფერენციის საკვანძო თემებია:
ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, თბილისი, წინანდლის 9.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: [email protected]