20 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU-ს მედიცინის ფაკულტეტისა და SEU-ს აფილირებული კლინიკის „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ხელოვნური ინტელექტი ქირურგიაში.
ლექცია ორმაგად საინტერესო იქნება როგორც მედიცინის სტუდენტებისათვის, ასევე იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც ფიქრობენ SEU-ს მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალვრო პროგრამაზე ჩაბარებას.
მომხსენებელი: ენდრიუ გამბსი - ამერიკელი ზოგადი ქირურგი რობოტული და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ის ასევე არის, ჟურნალ „Artificial Intelligence Surgery“-ის მთავარი რედაქტორი.
ლექციის ფარგლებში, გაიგებთ რა ახალ შესაძლებლობებს შექმნის ხელოვნური ინტელექტი მედიცინის სფეროში, კონკრეტულად კი რა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქირურგიაში.
დასწრება თავისუფალია.
დარეგისტრირდი
სამუშაო ენა: ინგლისური
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.