8 ივნისს, SEU - ში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ბრენდის მშენებლობა ციფრულ სამყაროში".
ლექციის მიზანია სტუდენტებს მიეწოდოს ინფორმაცია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაზე.
ლექციას გაუძღვება: ნიკა ნაზღაიძე, SEU - ს კურსდამთავრებული, ციფრული მარკეტერი და Digital Marketing House-ის დირექტორი.
შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
დარეგისტრირდი
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექცია კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.
დრო: 15:00 საათი.
ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.
დასწრება თავისუფალია.