18 დეკემბერს, 15:30 საათზე, სეუ-ს სსიპ-იურიდიული დახმარების სამსახური და მისი დირექტორი - ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი ეწვევა, რომელიც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრის ფარგლებში სპიკერი ისაუბრებს იურიდიული კლინიკის შექმნის შესახებ, ასევე, დაგეგმილ პროექტებსა და სტაჟირების შესაძლებლობებს გააცნობს აუდიტორიას.
დასწრების მსურველები მობრძანდით სეუ-ს ახალი კამპუსის 5/07 აუდიტორიაში.