28 ოქტომბერს, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკისა და სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება SEU-სა და საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციას (YATA GEORGIA) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.
SEU-ს სტუდენტებს აქვთ უპირატესობა სრულიად უფასოდ მიიღონ მონაწილეობა YATA საქართველოს მიერ დაგეგმილ და ორგანიზებულ პროექტებში. შეხვედრისას დამსწრეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ ჩაერთონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში.
დრო: 16:00 საათი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ ბმული: https://bit.ly/3TUQY6X