23 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამართავს შეხვედრას: თეორიული ცოდნიდან პრაქტიკამდე - რაში ეხმარება სტუდენტებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკა?
შეხვედრის მიზანია, სტუდენტების ინფორმირება ეთიკის კომისიის კლინიკის შესახებ, რომელიც პრაქტიკული სასწავლო კომპონენტია და მიმდინარეობს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. ეთიკის კომისიის კლინიკა შესაძლებლობას აძლევს SEU-ს სტუდენტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკაში შეისწავლონ ადვოკატის პროფესიული ეთიკა.
ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან, მონაწილეობს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - კონსტანტინე გელაშვილი და ეთიკის კომისიის აპარატის იურისტები - თამარ ხუბულური, მედეა ინასარიძე, რომლებიც ეთიკის კომისიის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადასცემენ სერტიფიკატებს.
დრო: 17:30 საათი.
ეთიკის კომისიის კლინიკის შესახებ, ვიდეო რგოლი ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=5eXTSy1dvAY&t=4s
ეთიკის კომისიის კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3HPELeP
დარეგისტრირდი