სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ცხადდება 2022 წლის კონკურსი - ვწერ თავისუფალ თემას

15 აპრილი

ცხადდება 2022 წლის კონკურსი - „ვწერ თავისუფალ თემას“ მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა.

კონკურსის იდეის ავტორი, საორგანიზაციო საბჭოსა და ჟიურის თავმჯდომარეა გია მურღულია - ფილოლოგიის დოქტორი, სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

კონკურსის ორგანიზატორები:

  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU;
  • საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია;
  • ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაცია;
  • საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ).

კონკურსის მხარდამჭერები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • საქართველოს პირველი არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი;
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.


კონკურსის
მასპინძელი და მთავარი სპონსორი

  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს, რომელთა წარმოდგენის უფლება ენიჭებათ საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. თითოეული სკოლიდან შესაძლოა მოვლინებული იყოს არაუმეტეს 3 მოსწავლისა.


რეგისტრაცია დასრულებულია!

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში

Message body empty