10 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში უმასპინძლებს იმიტირებულ სასამართლო პროცესს - ბიზნეს დავის განხილვის სპეციფიკა, ბიზნესის და ადამიანის უფლებების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ადგილზე კვირეულში მონაწილეობის მიღების უფლება პირს აქვს იმ შემთხვევაში, თუ აქვს „მწვანე სტატუსი“, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.