9 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში უმასპინძლებს კინოჩვენებას მრავალფეროვნების სახეები-სოფო, მრავალფეროვნების სახეები - ჰურიე, ასევე გაიმართება დისკუსია.
ადგილზე კვირეულში მონაწილეობის მიღების უფლება პირს აქვს იმ შემთხვევაში, თუ აქვს „მწვანე სტატუსი“, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.