საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის, თემაზე - „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია დაუფინანსებს სწავლის საფასურს 2250 ლარის ოდენობით. ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში, განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს თავად გამარჯვებული შეარჩევს!
კონკურსის პირობები:
- საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს მთავარ თემას და უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს.
ესეს სავარაუდო სტრუქტურა (არასავალდებულო):
- სათაური;
- შესავალი/არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი;
- თემის წარდგენა და არგუმენტირება/ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება;
- დასკვნა/მსჯელობის შეჯამება.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - 20 ნოემბრის ჩათვლით.
- ნაშრომების მიღება - 30 ნოემბრის ჩათვლით.
- 6 დეკემბერს გამოვლინდება 1 გამარჯვებული.
განაცხადის ფორმა:
- სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
- ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- უნივერსიტეტის დასახელება;
- ესეს სათაური.
ესეს გაფორმების წესი:
- ფურცლის ზომა A4;
- შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen);
- შრიფტის ზომა - 12;
- გვერდების საორიენტაციო რაოდენობა -1-2.
- არ არის სავალდებულო, რომ ესე წარმოდგენილი იყოს ქართულ ენაზე. ენას ირჩევს სტუდენტი სურვილისამებრ;
- მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიანტის საფეხურის სტუდენტებს, ასევე - მაგისტრატურისა და დოქტორატურის;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულო არ არის სასწავლო დაწესებულებას ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი. მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ავტორიზებული კოლეჯის სტუდენტებიც.
განაცხადისა და ესეს გამოგზავნა ელ.ფოსტაზე: [email protected]