17, 26 ნოემბერსა და 2 დეკემბერს, რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის და კოლუმბიის ეკონომიკური სკოლის პროფესორი - მასიმილიანო პელეგრინი წაიკითხავს ლექციებს გუნდური მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკების შესახებ. კერძოდ:
მასიმილიანო პელეგრინი გახლავთ კოლუმბიის ეკონომიკური სკოლის ორგანიზაციული, სამეწარმეო ქცევის, მენეჯმენტისა და სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ის არის ავტორი 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა.
სხვადასხვა წლებში იყო: ასოცირებული პროფესორი რომის „Tor Vergata”-ს უნივერსიტეტში, მენეჯმენტისა და სამართლის მიმართულებით. აგრეთვე მიწვეული მკვლევარ-პროფესორი მენჯმენტის ფაკულტეტზე ვარშავის უნივერსიტეტში. მიწვეული პროფესორი ჩინეთის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლაში. ასევე კურსის ხელმძღვანელი და ლექტორი ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით დასავლეთ ლონდონის უნივერსიტეტში - Claude Littner Business School.
მასიმილიანო პელეგრინი არის SEU-ს მოწვეული ლექტორი, HR მენეჯმენტისა და მეწარმეობის კურსების მიმართულებით.