სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბელგიის ზღვისიქეთა მეცნიერების სამეფო აკადემიის სამეცნიერო კონკურსი

15 ოქტომბერი

ბელგიის ზღვისიქეთა მეცნიერების სამეფო აკადემია აცხადებს სამეცნიერო კონკურსს. კონკურსი ღიაა მეცნიერებისთვის მთელი მსოფლიოდან ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. თითოეულ კატეგორიაში (კვლევის კითხვის შესაბამისად) გამარჯვებული ნაშრომი მიიღებს 2500 ევროს.

კონკურსში მონაწილეობისთვის ნაშრომი უნდა იყოს სამეცნიერო, ორიგინალური და ახალი (მაქსიმუმ 5 წლის). განსახილველად მიიღება სადოქტორო ან შესაბამისი დონის ნაშრომები. ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია ფრანგულ, ჰოლანდიურ, გერმანულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე.

ნაშრომი წარდგენილი უნდა იყოს აკადემიის სამდივნოში 1 მარტამდე სამ ეგზემპლარად (ამობეჭდილი) და დამატებით, ერთი ელექტრონული ვერსია. კონკურსში მონაწილემ ნაშრომს თან უნდა დაურთოს ნაშრომის მოკლე აღწერილობა (1200 სიტყვა) და რეზუმე.

გამარჯვებული ნაშრომები გამოვლინდება მაისში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის თაობაზე და საკვლევ/საკონკურსო შეკითხვები იხილეთ თანდართულ ფაილებში.

დანართი 1დანართი 2https://www.kaowarsom.be/en

Message body empty