სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს კარიტასი - ინკლუზიური განათლების პროგრამის მხარდაჭერა

30 სექტემბერი

საქართველოს კარიტასი გთავაზობთ შესაძლებლობას ინკლუზიური განათლების პროგრამის მხარდაჭერაში მიიღოთ მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას თემატურ შეხვედრებში. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი იდეებიდან გამომდინარე დაგეგმონ და განახორციელონ კამპანიები და სხვადასხვა აქტივობები.

სტუდენტები მიიღებენ და გაიღრმავებენ ცოდნას ინკლუზიური განათლების შესახებ, შეიძენენ საჭირო და მნიშვნელოვან კონტაქტებს. მათ მიეცემათ საშუალება მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტიურ სტუდენტებს ექნებათ საქართველოს კარიტასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა. პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების გაძლიერება სტუდენტების ჩართულობით.

  • პროექტის ადგილმდებარეობა - თბილისი.
  • პროექტის ხანგრძლივობა - 3 თვე.
  • პროექტის გრაფიკი - თავისუფალი.
  • დედლაინი - 30 სექტემბერი, 2021.

პროექტის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

ინკლუზიური განათლების პროგრამა

http://www.caritas.ge 

(+995 32) 2 217 819, 2 251 387

Message body empty