საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო მულტიდისციპლინარულ კონფერენციზე SEU MSC 2021 რეგისტრაცია დაიწყო!
მულტიდისციპლინალური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით,
- ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
- სამართალი;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- ჟურნალისტიკა;
- მედიცინა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:
- კონფერენციაში მონაწილემ რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2021 წლის 7 ივნისისა სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენცია SEU MSC 2021
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
- ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით.
- აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
- მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).
- მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი სამეცნიერო ნაშრომი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში, იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
კონფერენციის ვადები:
- კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2021 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
- საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 24 ივნისისა ელ. ფოსტაზე [email protected]
- რეგისტრაცია და ნაშრომების მიღება დაშვებულია მხოლოდ დადგენილ ვადებში.
კონფერენციის ჩატარების თარიღი:
- 2021 წლის 29 ივნისი, ონლაინ, Zoom ის პლატფორმა.
- საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები
- კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
- კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და მასზე დასწრება თავისუფალია.
- კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში.
სარეგისტრაციო ფორმა