სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018

08 დეკემბერი
18:00

“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ”-ს ორგანიზებით, 8-9 დეკემბერს საირმეში სეუ-ს სტუდენტებისთვის „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ გაიმართება.

პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით სტუდენტების ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ პროცესებში და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს სტუდენტების, როგორც პროფესიული, ასევე ინტელექტუალური უნარ-ჩვევების განვითარებას.

პროექტი „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ დაკომპლექტდება 20 მონაწილე - სტუდენტით, რომლებიც 4 იმიტირებულ სამუშაო კომიტეტში გადანაწილდებიან. (თითოეული კომიტეტი წარმოდგენილი იქნება 5 წევრით).

კომიტეტები:

  • იურიდიული კომიტეტი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.

თითოეული კომიტეტი, შეიმუშავებს და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, მიმდინარე და აქტუალურ საკითხებზე. გაიმართება ღია დისკუსია . სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს საუკეთესო მონაწილეებს, ხოლო საუკეთესო საკანონდებლო წინადადება მონაწილეთა მიერ ხმის მიცემით გამოვლინდება.

პროგრამაში შედის:

  • ტრანსფერი: თბილისი-საირმე-თბილისი;
  • განთავსება სასტუმროში;
  • 3- ჯერადი კვება;
  • საკომიტეტო მუშაობა;


„საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ გაიმართება კურორტ საირმეში, სასტუმრო Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე - ში.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.

პროექტის მონაწილეების მომზადებაში ჩართული იქნებიან საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები.

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული გუნდი მიიღებს სამახსოვრო ჯილდოს საქართველოს პარლამენტის აპარატისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-სგან.

პროექტში მონაწილეობა სრულად არის დაფინანსებული SEU-ს მიერ.

სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის, გასაუბრებისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით.

  • რეგისტრაციის ბმული: http://bit.ly/2FRg858
  • მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 3 დეკემბრის 18:00 საათამდე.
  • პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს პარლამენტის აპარატი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
Message body empty