19-28 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, დასაქმების ონლაინ კვირეულს უმასპინძლებს.
კვირეულის ორგანიზატორია, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური.
კვირეულში მონაწილეობას იღებენ საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.
დასაქმების ონლაინ კვირეულზე დასწრება შეუძლიათ, SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
კვირეულის ფარგლებში, კომპანიები დამსწრეებს გააცნობენ ინფორმაციას მიმდინარე ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ. კონკრეტული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ კომპანიის წარმომადგენლებს განსახილველად გაუგზავნონ საკუთარი რეზიუმე/CV.
იხილეთ დასაქმების კვირეულში მონაწილე კომპანიების ჩამონათვალი და კალენდარი:
აღსანიშნავია, რომ კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური აქტიურად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე და მათ სისტემატიურად სთავაზობს მიზნობრივ: ტრენინგებს, ვორქშოფებს, დასაქმების ფორუმებს და სხვა.
SEU ყოველწლიურად, 150-მდე კომპანიის ჩართულობით ადგილზე მასპინძლობს დასაქმების ფორუმს.
დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეგულაციების გათვალისწინებით კი ფორუმი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.
გამოიყენეთ შესაძლებლობა და არ გაუშვათ შანსი!
#დასაქმდიდღეს