საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს იურიდიული ფაკულტეტი აწყობს ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო, ონლაინ კონფერენციას: „ქალთა უფლებები და არსებული გამოწვევები საქართველოში“
კონფერენცია გაიმართება 2020 წლის 5 დეკემბერს, ონლაინ პლატფორმა zoom – ის რეჟიმში.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ ყველა უმაღლესი დაწესებულების, ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს. ხოლო კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია ყველა მსმენელისათვის.
13 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე სეუ აცხადებს საკონფერენციო მოხსენებათა აბსტრაქტების მიღებას.
მოხსენების თემატიკა უნდა ეხებოდეს შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთს:
კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის საჭიროა გამოგვივზავნოთ აპლიკაციის სრულად შევსებული ფორმა, მოხსენების აბსტრაქტით.
მოხსენებათა აბსტრაქტები მიიღება 13 ნოემბრიდან 23 ნოემბრის 18 საათამდე, ელ ფოსტაზე: [email protected]
ელ. ფოსტის დანიშნულების ველში გთხოვთ მიუთითოთ „კონფერენცია 05.12.2020“
შესაბამისი აბსტრაქტის წარმოდგენის შემდეგ, საკონფერენციო თემების შერჩევა მოხდება თემატიკის რელევანტურობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე.
გადაწყვეტილება აპლიკანტის კონფერენციაში მონაწილეობის მიიღება საკონფერენციო საბჭოს მიერ. ინფორმაცია კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ, სტუდენტებს ეცნობებათ 26 ნოემბერს, ხოლო დღის წესრიგი ცნობილი გახდება 2 დეკემბერს. ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ ფოსტაზე.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.