სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები საქართველოში

14 ნოემბერი
zoom.us

14-20 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, გიწვევთ, SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის და კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების კვირეულზე: ,,მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები საქართველოში“.

ტრენინგების კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ცნობიერების ამაღლებას ბიზნესში მიმდინარე ცვლილებების და გამოწვევების შესახებ.

ტრენინგების თემები:

  • 14 ნოემბერი, 13:00 საათი
    "სამშენებლო ბიზნესის მართვა პანდემიის პირობებში"
    დავით სარიშვილი - სამშენებლო კომპანია იმკ-ს (ინტერ მშენ კომპანი) და სასტუმრო „ანდამატი“-ს აღმასრულებელი დირექტორი,SEU-ს მოწვეული ლექტორი.
    სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/32vbWkf

  • 14 ნოემბერი 17:00 საათი
    “კორონავირუსი - შესაძლებლობა ელექტრონული კომერციისთვის” 
    ლევან მოლაშვილი - ამაზონის ექსპოჰაბის თანადამფუძნებელი, ამაზონის კოლეჯის თანადამფუძნებელი, კლაუსის დამფუძნებელი, ისრაელის ტექჰაბის კურსდამთავრებული, ლიცენზირებული ტრეიდერი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.
    სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3pk4T7S

  • 16 ნოემბერი 21:00 საათი
    "როგორ გავზარდოთ აქტივობა სოციალურ მედიაში?“
    გურამ შეროზია - მარკეტერი, სოციალური მედია ინფლუენსერი, ბლოგერი, SEU-ს ასოცირებული პროფესორი.
    სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/35mgw6x

  • 17 ნოემბერი 15:00 საათი
    "შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოში“
    ბექა ფერაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.
    სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/36pgAl1

  • 18 ნოემბერი 19:00 საათი
    "#მეშევძელი მოტივაციის მართვა“
    დავით ჩქოტუა - კომუნიკაციების მენეჯერი, სპიკერი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.
    სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/38As2Ns

  • 19 ნოემბერი 19:00 საათი
    „საბიუჯეტო პროცესის მართვა“
    ნინო ბიწაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის ანალიტიკოსი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.
    სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3llABzm

  • 20 ნოემბერი 13:00 საათი
    „სატრანსპორტო რეფორმა:მოქალაქეების ინტერესები და ბიზნესის ხელშეწყობა“ 
    ვიქტორ წილოსანი - თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი.
    სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2Ugb3rn

დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული თითოეული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ ნომრებზე.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურს.

ტელ: 2 90 00 00 (27) 
E-mail: [email protected]

Message body empty