სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საგაზაფხულო სკოლა: „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ- კულტუროლოგიური ასპექტები)“

24 მაისი

24-30 მაისს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სოხუმის უნივერსიტეტის თანამონაწილეობით უმასპინძლებს მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“.

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართველოლოგიური კვლევები, საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა, სკოლის თემატიკასთან სხვადასხვა ასპექტით დაკავშირებული საკითხები. 

საგაზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს აფხაზეთს პოლიტიკური, კულტურული და ეკლესიის ისტორიის, ეთნოლოგიის, ეთოლინგვისტიკის და სხვა ძირითად სამეცნიერო-კვლევით თემატიკის ექვსი სასწავლო მოდულის მიხედვით:

  • შუასაუკუნეებამდელი აფხაზეთი ( აფხაზეთ უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე);
  • აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე;
  • ყოფა აფხაზეთში (ეთნოლოგიური ექსკურსი);
  • აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა;
  • აფხაზეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 1 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (მიჰყევით დეტალური ინფორმაციის ლინკს).

დეტალური ინფორმაცია