29 იანვარს, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე გიბსონის „შესაძლებლობების თეორია“ ტექნოლოგიურ ჭრილში.
მომხსენებელი - ნათია ახვლედიანი, თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია „ექსპლორიუმი“ - ს ხელმძღვანელი.
შეხვედრა წარიმართება ინტერაქციის რეჟიმში, დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება დასვან კითხვები და იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. შეხვედრა გაიმართება კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.
დრო 17:00 საათი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ 28 იანვრის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: