სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“

31 იანვარი

30-31 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართება სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“. 

ორდღიანი სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • კლიმატის ცვლილების არსი და მისი მეცნიერული დასაბუთება;
  • კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები და მისი შედეგები;
  • კლიმატის ცვლილების და გენდერის კავშირი;
  • სამართალწარმოება კლიმატის ცვლილების დარგში;
  • კლიმატის ცვლილების მართვის გლობალური და ადგილობრივი ჩარჩო;
  • სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების დარგში საქართველოში და საზღვარგარეთ. 

აგრეთვე, გაიმართება დოკუმენტური ფილმის - „Chasing Ice” ჩვენება და დისკუსია.

სემინარის მონაწილეები მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გაცემულ სერტიფიკატს.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერი სასწავლო საფეხურის და ფაკულტეტის სტუდენტებს.

აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაცია, რისთვისაც, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 იანვარი.

სემინარი ტარდება რეგიონულ პროგრამის „კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების განვითარება სამხრეთ აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ (CDCPIII) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს, ასევე გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

სემინარის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე - [email protected] 

დარეგისტრირდი