სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

03 ნოემბერი

3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის.

აღნიშნული საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
  • სამართლებრივი უსაფრთხოების გაძლიერება.

პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო თითოეული გამარჯვებული პროექტისთვის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30 000 ლარს.

შეხვედრის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და დაუსვან შეკითხვები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს.

დრო: 15:30.

Message body empty