22 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, SEU-ს ფსიქოლოგთა კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდება საჯარო ლექცია: IQ VS EQ.
ლექციაზე განხილული იქნება ინტელექტისა და ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა.
მომხსენებელი: მარიამ ალექსეევა-საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მოწვეული ლექტორი. დრო: 18:00 საათი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 21 იანვრის ჩათვლით.
ადგილი: აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.