16 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართება წიგნის „ძირითადი უფლებები კომენტარი“ პრეზენტაცია.
ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ, თითოეული ძირითადი უფლების კომენტარს.
წიგნის სტრუქტურა აგებულია ადამიანის უფლებათა კომპლექსური ბუნების გათვალისწინებით და განხილულია მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ასპექტები, როგორც მართლმსაჯულების პრაქტიკის, ისე მიმდინარე სამეცნიერო დისკურსის ფართო კონტექსტში.
ნაშრომში გამოყენებულია 400-ზე მეტი სამეცნიერო ლიტერატურა და გადამუშავებულია 2000-მდე საერთაშორისო და ეროვნული სასამართლო პრაქტიკა.
წიგნი მომზადდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-სა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
დრო: 16:00 საათი.
აუდიტორია 3-18.
დარეგისტრირდი