სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პანელური დისკუსია: “ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები”

18 დეკემბერი

18 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: “ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები”.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის პროფესორები და მოწვეული სტუმარი - თამილა სანიკიძე, თბილისის ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი. 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ძალადობის  მსხვერპლ  ქალებზე   ფიზიკური, მენტალური/ფსიქოლოგიური და სოციალური ძალადობის ზემოქმედების შედეგებს.

ასევე იმსჯელებენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არსებული სახელმწიფო სერვისების როლზე და მათი ეფექტურად გამოყენების  მნიშვნელობაზე.

დარეგისტრირდი