სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ”SEU ISC W-2024”

27 იანვარი

რეგისტრაცია კონფერენციაზე

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე - SEU ISC W-2024 რეგისტრაცია დაიწყო.


საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში SEU ISC W-2024 მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

  • სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2024 წლის 17 იანვრისა.

აბსტრაქტის შესრულების წესი: 

  • აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა.
  • აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ორ ენაზე: ქართული და ინგლისური.
  • საკვანძო სიტყვები მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

კონფერენციაზე ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია PowerPoint  პრეზენტაციის სახით. ნაშრომი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.  მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).

  • მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება;
  • თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის სახელი და გვარი;
  • მიუთითეთ თემის სახელწოდება;
  • სტუდენტურ ნაშრომს (გარდა დოქტორანტებისა) უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
  • მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU- აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტს;
  • ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU- საკონფერენციო მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში;
  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული ან/და ინგლისური.

კონფერენციაზე რეგისტრაციის ვადა:

  • რეგისტრაციის (აბსტრაქტის წარმოდგენის) ვადა ბმულზე არაუგვიანეს 2024 წლის 17 იანვრისა;
  • დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ მხოლოდ სრულყოფილად რეგისტრაციის (მათ შორის აბსტრაქტის წარმოდგენის) შემთხვევაში, არაუგვიანეს 2024 წლის 23 იანვრისა.


კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 27 იანვარი

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი, წინანდლის 9, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ

კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected];

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დასწრება თავისუფალია;

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში.

კონფერენციაში მონაწილეობა ერთერთი წინაპირობაა სეუს სტიპენდიის მოსაპოვებლად.

Message body empty