სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ პანელ-დისკუსია: “COVID 19-ის მონიტორინგი და მართვა”.

03 მაისი
zoom.us

2020 წლის 3 მაისს, “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU”-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით, უკვე მეორედ გაიმართა ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “COVID 19-ის მონიტორინგი და მართვა”.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ აშშს, გერმანიის და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები, მოდერატორობას კი ინტენსიური თერაპიის ექიმი, ანესთეზიოლოგი, “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეული ლექტორი ბატონი ანზორ ჩომახიძე უწევდა.

დისკუსიის მიზანი იყო არსებული პანდემიის ყველაზე აქტუალური საკითხების გარშემო როგორც ქართული, ასევე, ევროპული და ამერიკული გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება.

შეხვედრა 4 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ფეისბუქ ლაივის საშუალებით უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე. (https://www.facebook.com/seu.edu.ge/). პანელ-დისკუსიას 15000-მდე ფეისბუქ გვერდის მომხმარებელი ესწრებოდა და მოხსენებებისა და ინტენსიური კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ხელოვნური ვენტილაცია, ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკუოაგულაცია, მუკოლიზი, სითხის ბალანსი COVID 19-ის დროს, კორონავირუსის ანატომია და მისი გენომური შენება, ძირითადი საკვლევი მედიკამენტები, კლინიკური კვლევის ფაზები, უახლესი კვლევები პანდემიის შესახებ და მკურნალობის ძირითადი პრინციპები და თერაპიული მეთოდები.

პანელ-დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

ანზორ ჩომახიძე
ინტენსიური თერაპიის ექიმი ანესთეზიოლოგი
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი
“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეული ლექტორი

თამარ ჟამურაშვილი
ექიმი პულმონოლოგი
შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა, ბერლინი

ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური
განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მამუკა მაჩაიძე
ინფექციონისტი
ჯონ ჰოპკინსის ბეივიუ სამედიცინო ცენტრი, აშშ

ვახო კალოიანი
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, კრიტიკული მედიცინის ხელმძღვანელი
ნიუ ჰოსპიტალსი

ნანა გეგეჭკორი
მაიმონიდის ჰოსპიტალის რეზიდენტი
ნიუ იორკი, აშშ

მაია ხელაძე
ექიმი კარდიოლოგი
საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი

ეკა მგელაძე
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით 26 აპრილს “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU”-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით უკვე გაიმართა ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “COVID 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში”.

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ პლატფორმით რეგულარული შეხვედრები დაიგეგმა.

Message body empty