SEU კურსდამთავრებულის ფინანსური შეღავათი არის სეუ-ს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულის წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება
სეუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის. SEU-ს კურსდამთავრებულის ფინანსური შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ SEU-ს ნებისმიერი საბაკალავრო პრორგამის ნებისმიერი წლის კურსდამთავრებულებს.
SEU-ს კურსდამთავრებულის ფინანსური შეღავათის ოდენობა შეადგენს 200 ლარს სწავლების პირველ სემესტრში, ხოლო მომდევნო სემესტრში წინა სემესტრის სწავლის შედეგების გათვალისწინებით მინიმუმ 71 ქულიდან სემესტრულად აკლდება გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადს, სწავლის საფასურის 10%.
SEU-ს კურსდამთავრებულის ფინანსური შეღავათი აკლდება სტუდენტის სწავლის საფასურს, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს კუთვნილი თანადაფინანსების ფულადი ეკვივალენტის მიღება.