სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფინანსური პოლიტიკა

SEU სამაგისტრო ფინანსური შეღავათი

SEU-ს წარჩინებული კურსდამთავრებულის ფინანსური შეღავათი

SEU-ს ბაკალავრიატის წარჩინებული კურსდამთავრებულები უფასოდ აგრძელებენ სწავლას უმაღლესი განათლებების შემდგომ საფეხურზე - SEU-ს მაგისტრატურაში.

SEU კურსდამთავრებულის ფინანსური შეღავათი

SEU კურსდამთავრებულის ფინანსური შეღავათი არის SEU-ს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულის წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება SEU-ს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის.

SEU-ს კურსდამთავრებულის ფინანსური შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ SEU-ს ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერი წლის კურსდამთავრებულებს.

SEU-ს კურსდამთავრებული სწავლების პირველ სემესტრში სარგებლობს სწავლის საფასურის 10%-იანი შეღავათით, ხოლო მომდევნო სემესტრში წინა სემესტრის სწავლის შედეგების გათვალისწინებით მინიმუმ 71 ქულიდან სემესტრულად აკლდება გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადს, სწავლის სემესტრული საფასურის 10%.

SEU-ს კურსდამთავრებულის ფინანსური შეღავათი აკლდება სტუდენტის სწავლის საფასურს, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს კუთვნილი თანადაფინანსების ფულადი ეკვივალენტის მიღება.

SEU სამაგისტრო ფინანსური შეღავათი (არა SEU-ელი სტუდენტებისათვის)

თუ SEU-ს მაგისტრატურაში ჩაირიცხები 100%-იანი სახელმწიფო გრანტით და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური აღემატება 2250 ლარს - მიიღებ SEU გრანტს, რომლითაც შენ მიერ ყოველწლიურად გადასახდელ თანხას სრულად დაფარავ!

ყველა სხვა, SEU-ს მაგისტრატურაში ჩარიცხული სტუდენტი, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მეორე და ყოველ მომდევნო სემესტრში მიიღებს სწავლის სემესტრული საფასურის 10%-იან შეღავათს საკუთარი სწავლის შედეგების შესაბამისად, რაც გულისხმობს - ყოველი წინა სემესტრის თითოეულ საგანში არანაკლებ 71 ქულის მიღებას.

ფინანსური შეღავათი აკლდება სტუდენტის სწავლის საფასურს, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს კუთვნილი თანადაფინანსების ფულადი ეკვივალენტის მიღება.

Message body empty