SEU სტიპენდია – არის სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე დამოკიდებული, სტუდენტზე გაცემული ფინანსური წახალისება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით.
SEU სტიპენდიის დადგენის წესი სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე
შეფასება |
მინიმალური ქულა სემესტრში ქულა |
სტიპენდია |
სტიპენდია
|
A |
91-100 ქულა |
100 - 400 ლარი |
400 – 1600 ლარი |
B |
81-90 ქულა |
85 ლარი |
340 ლარი |
C |
71-80 ქულა |
75 ლარი |
300 ლარი |
D |
61-70 ქულა |
60 ლარი |
240 ლარი |
E |
57-60 ქულა |
40 ლარი |
160 ლარი |
E |
51-56 ქულა |
0 |
0 |
Fx |
41-50 ქულა |
0 |
0 |
Fo |
0-40 ქულა |
0 |
0 |
SEU სტიპენდიის მიღების უფლება სტუდენტს აქვს შესაბამის პროგრამაზე სწავლის გეგმური პერიოდის განმავლობაში, სწავლის მეორე სემესტრიდან, უნივერსიტეტის წინა აკადემიური სემესტრში საკუთარი სწავლის შედეგების გათვალისწინებით.
SEU სტიპენდიის მიღების უფლებით სტუდენტი ვერ ისარგებლებს:
- შუალედური ან დასკვნითი გამოცდის გაცდენის/გადაბარების შემთხვევაში
- უნივერსიტეტის მიერ დადგენილი აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში
- დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში
- დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში
- SEU თანადაფინანსების მიღების არჩევის შემთხვევაში.
- სწავლის საფასურის გადახდის განსხვავებულ გრაფიკზე შეთანხმების შემთხვევაში.
SEU სტიპენდიით სარგებლობა არ აისახება სტუდენტის მიერ გადასახდელი სწავლის საფასურის ოდენობაზე