სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირება (EMBA) (აკრედიტაციის პროცესში)

პროგრამის აღწერა

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა შექმნილია ბიზნესის სფეროში მენეჯერული გამოცდილების მქონე პროფესიონალებისათვის, რომლებსაც სურთ განივითარონ გუნდის მართვისა და ინტერპერსონალური უნარები, ჩამოიყალიბონ და დახვეწონ სისტემური ხედვა, დაეუფლონ გადაწყვეტილებების მიღების ხერხერსა და მხარდამჭერ მექანიზნებს და ჩამოყალიბდნენ გლობალურ მენეჯერებად, იაზროვნებენ სტრატეგიულად, შეიმუშავებენ ორგანიზაციის გამოწვევების გადასალახად საჭირო მდგრად მიდგომებს და ხელს შეუწყობენ მათი ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობას. 

პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი წელი და იგი მოიცავს მინიმუმ 60 კრედიტს. პროგრამა მოიცავს როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით კომპონენტებს. სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება დამატებითად აირჩიოს საჭირო საბაზო სასწავლო კურის, რომლიც შემთხვევაშიც შედგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. 

აუცილებელია სტუდენტის მზაობა თითოეული კურსის ფარგლებში განახორციელოს პროექტი/პრაქტიკული დავალება, წარუდგინოს მისი შედეგი კურსის სამუშაო ჯგუფს, მიიღოს მათგან შესაბამისი რჩევები და კურსის დასრულების შემდეგ წარადგინოს თვითრეფლექსია და შემდგომი განვითარების გეგმა.  

თითოეულ კურსს ყავს განსაზღვრული სამუშაო გუნდი, რომელიც პასუხისმგებელია სტუდენტისათვის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად მასალების მიწოდების, უნარების განვითარებისათვის პრაქტიკული რჩევებისა და სამუშაოების დაგეგმვისა და კურსის დავალებების შეფასების პროცესზე. ეს გუნდი შედგება ექსპერტებისა და მენტორებისგან, რომლებსაც მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქცია აქვთ პროგრამაში.  

სასწავლო კურსის ლექტორი არის სამუშაო გუნდის ფასილიტატორი, რომელიც გახლავთ თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების დამგეგმველი და განმხორციელებელი, ხოლო კურსის ფარგლებში ბლოკებისა და ეტაპების სპეციფიკიდან გამომდინარე თითოეულ კურსს ყავს ექსპერტი და მენტორი. ექსპერტი სტუდენტებს უზიარებს როგორც საუკეთესო პრაქტიკებს, გამოწვევებსა და შეცდომებს, ასევე პროექტების განხორციელების ეტაპზე მზად არის სტუდენტს კონკრეტული ექსპერტული რჩევა მისცეს. მენტორი სწავლების პროცესში მეტად ჩართულია, შესაბამისი მომზადების შედეგად ის ეხმარება სტუდენტს საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. პროგრამაში ჩართული პრაქტიკოსებისათვის, რომლებიც შეასრულებენ მენტორის როლს ყოველი სემესტრის დასაწყისში ჩატარდება ქოუჩინგის მასტერკლასი, სადაც მათ საშუალება ექნებათ კიდევ ერთხელ გაიღრმავონ პოტენციის აღმოჩენისა და განვითარების თანამედროვე ფსიქო-ტექნოლოგიები, ქოუჩისა და მენტორის პროფესიული ეთიკა და სტანდარტების კოდექტი და პროცესში მოქმედების დიზაინი და ზრდისათვის აუცილებელი ელემენტები. აღნიშნული მასტერკლასის შედეგად მენტორები სიღრმისეულად გაიცნობენ მენტორის მუშაობის ფორმატს, ტექნიკასა და მასთან ასოცირებულ ეთიკის ნორმებს, შეეძლებათ უახლესი მეთოდები მოარგონ კონკრეტულ სასწავლო მიზნებს და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით დაეხმარონ სტუდენტებს პიროვნული და კარიერული განვითარების პროცესში. 

პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია

სრული პროგრამა

ზოგადი ინფორმაცია

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირება (EMBA) (აკრედიტაციის პროცესში)

Message body empty