სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (აკრედიტაციის პროცესში)

პროგრამის აღწერა

პროგრამის ხედვა ემსახურება ისეთი ინკლუზიური საზოგადოების შექმნის მხარდაჭერას, რომლის თითოეული წევრი თავს კომფორტულად გრძნობს და ასევე პატივისცემით ეკიდება სხვების ინტერესებს.

ასეთი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, პროგრამის მისიაა აქტიური სწავლება/სწავლის შესაძლებლობების, ახალი ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა, რომელიც ჩვენს ხედვას რეალობად აქცევს. პროგრამაზე დასაშვებად სტუდენტს არ მოეთხოვება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების საბაკალავრო განათლების ქონა, ასევე პროგრამა ხელს უწყობს სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპს და შესაბამის კურსებსა და აქტივობებს სთავაზობს როგორც სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებსაც. 

პროგრამის მთავარი ღირებულება ოპერაციული სრულყოფილებაა, რომელიც მუდმივ განვითარებას გულისხმობს და ურთიერთგაცვლითა და პატივისცემით მოიპოვება. პროგრამა ვითარდება ხარისხის საზომი კრიტერიუმების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ მოწოდებული უკუკავშირის საფუძველზე, რომლის მექანიზმებიც პროგრამაშია ჩაშენებული.   

პროგრამის სტრუქტურა შედგება ძირითადი და არჩევითი სასწავლო კურსების, საკონსულტაციო პროექტისა და სამაგისტრო ნაშრომისაგან. ძირითადი სასწავლო კურსები დაფუძნებულია სწავლება/სწავლის სამ საყრდენ მიმართულებაზე - ორგანიზაციული დიზაინი და განვითარება; ოპერაციული სრულყოფილება და ბიზნეს რისკების მართვა და თანასწორობა, მრავალფეროვნება, ინკლუზია და მდგრადი მართვა. თითოეული სასწავლო კურსი ემსახურება სისტემური აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების ჩვევების განვითარებას. ძირითადი/არჩევითი სასწავლო კურსები და სამაგისტრო ნაშრომი შესაძლებელია გავლილი იქნას ერთ-ერთ საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტშიც. სამაგისტრო ნაშრომი ბიზნესში მოქმედ ორგანიზაციებზე იქნება მორგებული. პროგრამის არჩევითი კურსები შედგენილია პრაქტიკოსებისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების თანამონაწილეობით, სასწავლო რესურსი მუდმივად განახლებადია და მოიცავს დარგის წამყვანი ექსპერტების სტატიებსა და ვიდეო მასალებს. 

პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია კონცენტრირებულია კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარებაზე. სტუდენტებს მოვუწოდებთ გუნდური მუშაობისაკენ, საკუთარი ცონდისა და შედეგების თვითრეფლექსიისაკენ და თანაგუნდელთა ობიექტურად შეფასებისაკენ. შეფასების ეს მექანიზმები ჩაშენებულია კურსების შეფასების სტრუქტურაში და ემსახურება როგორც სტუდენტთა ცოდნისა და უნარების განვითარებას, ასევე თითოეული კურსისა და საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტ განვითარებას. 

პროგრამა შემუშავებულია არაპროგნოზირებად და ქაოტურ გარემოში განსხვავებული აზროვნების მქონე სპეციალისტის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც არსებულ პრობლემებს სისტემური ხედვითა და მდგრადი მართვის პრინციპებით გადაჭრის. პროგრამის კურსდამთავრებული იქნება ახალი თაობის მენეჯერი, რომელიც აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან ერთად დამოუკიდებელი აზროვნების უნარით იქნება გამორჩეული და ცვლილებებთან გასამკლავებლად გარშემომყოფთა სწორი ჩართულობით საჭირო „დღის წესრიგს“ შექმნის.   

პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია

სრული პროგრამა

ზოგადი ინფორმაცია

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (აკრედიტაციის პროცესში)

Message body empty