სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და ანტიკორუფციული ბიუროს ერთობლივი საზაფხულო სკოლა

17 აგვისტო, 2024

12-16 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი იმყოფებოდნენ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ SEU-სა და ანტიკორუფციული ბიუროს ერთობლივ საზაფხულო სკოლაში.

აღნიშნული პროექტი პირველად ჩატარდა საქართველოში და მისი მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ SEU-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ერთადერთია საქართველოში, სადაც ანტიკორუფციული სამართლის სასწავლო კურსი ისწავლება. 

SEU-ს იურიდიული ფაკულტეტი მუდმივად სთავაზობს სტუდენტებს სრულად დაფინანსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო საზაფხულო სკოლებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მათ კარიერულ განვითარებას უწყობს ხელს.



Message body empty