სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო ჭოველიძემ, ბრიტანეთის მთავრობის Chevening-ის სტიპენდია მოიპოვა

19 აგვისტო, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო ჭოველიძემ, ბრიტანეთის მთავრობის Chevening-ის სტიპენდია მოიპოვა.

ქალბატონი ნინო, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, სრული დაფინანსებით ისწავლის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ - Sussex-ის უნივერსიტეტში, (ინგლისი) მდგრადი ფინანსებისა და აღრიცხვის სამაგისტრო პროგრამაზე.

Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. ის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლონ.

დიდი ბრიტანეთი მოწინავეა არამხოლოდ მდგრადი განვითარების მიმართულებით, არამედ განსაკუთრებით მაღალი დონის განათლების ხარისხითა და რეპუტაციით.

ნინო ჭოველიძე ასევე არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი.

ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ ნინოს.

Message body empty