SEU-ს მონაწილეობით საერთაშორისო პროექტმა - "ზრუნვა ხვალინდელ დღეზე: მდგრადი განვითარების 17 მიზნის ინტეგრირება უმაღლეს განათლებაში“ მოიპოვა დაფინანსება.
პროექტი განხორციელდება პოლონეთის აკადემიური გაცვლების სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. მონაწილე უნივერსიტეტები:
შეგახსენებთ, რომ მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. ეს მიზნები თანამედროვე გლობალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს.
აღნიშნული პროექტი, უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სტუდენტებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.