ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მალხაზ ღვინჯილია, ასოცირებული პროფესორი მაია ღვინჯილია და ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნონა ზუმბაძე SEU-ს საპატიო დოქტორის ჰაინც იურგენ ბოითერის მიწვევით იმყოფებოდნენ გერმანიაში, ბად-დობერანში.
პროფესორმა ჰაინც იურგენ ბოითერმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში: "პრაქტიკული კომპონენტის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი - საუკეთესო უცხოური პრაქტიკების გაზიარება". ჰაინც იურგენ ბოითერი არის სასტუმროს მმართველი ბად-დობერანში (გერმანია), ასევე პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი. აღსანიშნავია, რომ პროფესორი, ჰაინც იურგენ ბოითერი ახალი სემესტრიდან, შემოუერთდება SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას მოწვეული ლექტორის რანგში და გაუძღვება კურსს: "ღონისძიებების მენეჯმენტი ტურიზმში".
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, SEU-ს საპატიო დოქტორმა, ევროპის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა საშა ფლემნითცმაც გამართა სამუშაო შეხვედრა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში თემაზე: „საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები განათლების სფეროში“.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მოიაზრებს SEU-ს სტუდენტების პრაქტიკული კომპონენტის ადგილზე განხორციელებას, გაცვლით პროგრამებს და სხვა.